სტრასბურგის გადაწყვეტილება - თამარ ტალიაშვილის გამოხმაურება

სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ეს დღეს 9 აპრილს მოხდა. „ჩვენი გმირების მსხვერპლისა და ღვაწლის აღიარების, მთელი ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ხაზგასასმელია საქართველოს ხელისუფლების, ქართული იუსტიციის მიერ ჩადებული შრომა და ენერგია ამ საქმეზე სამართლის დადგენის თვალსაზრისით. სამართალი იზეიმებს“, – აცხადებს ტალიაშვილი.