ტერორისტული თავდასხმა ვენაში 

ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ხუთი ადამინია გარდაცვლილი და 17 დაშავებული. შვიდი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც. ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ მაკედონიელი მამაკაცია, რომელიც ტერორისტული ჯგუფის შექმნისთვის იყო გასამართლებული.