იუსტიციის უმაღლესი საბჭო მორიგ რეზონანსულ გადაწყვეტილებებს იღებს.
უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების საკითხზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. გასაუბრების დროს შერჩეული 50 მოსამართლიდან 44 სასამართლოში უვადოდ გამწესდა. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომელთა სახელს წინა წლებში მიღებული არაერთი სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება.
საბჭოს არამოსამართლე წევრების პროტესტის და გაფრთხილების მიუხედავად, მათ დღეს საკმარისი ხმები მიიღეს. კეთილსინდისიერება და კვალიფიციურობა – სწორედ ამ ორი კრიტერიუმით მოხდა კანდიდატების შერჩევა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, კენჭისყრის შედეგებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ეჭვი აქვს, რომ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
გიორგი კობერიძე აშუქებდა კენჭისყრას.