დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება ბოლო ოთხ თვეში დაფიქსირებული გაზის გაჟონვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.
სხვა ფაქტებზე გამოძიება ახლაც გრძელდება, შესაბამისად პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე არ არიან გამოვლენილები. კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის ქსელის გამართულად მუშაობაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გაზგამანაწილებელ კომპანიას ეკისრება, ბინებში დამონტაჟებულ მილებსა და მოწყობილობაზე კი პასუხს თავად ბინის მეპატრონეები აგებენ.
არ არის გამორიცხული, რომ გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ გაზის შიდა ქსელების მოწყობაზე უსაფრთხოების ზომები და რეგულაციები გამკაცრდეს და ის კონკრეტულ კომპანიას ჩაბარდეს.