საგამოძიებო მოქმედებები

ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ისანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე,- გამოძიება დაიწყო.

გამოკითხვები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გამომძიებლის კითხვებს ჯერ ისევ პასუხობს იმ ბინის მეპატრონე, სადაც შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს „ყატრანსგაზის“ ის წარმომადგენელიც, რომელმაც 10 თვის წინ ჩატარებული შემოწმების დროს წყლის გამათბობლის დემონტაჟი მოახდინა.

ახლა დასადგენია, ვინ მიაერთა წყლის გამაცხელებლის ჩახსნის შემდეგ ის გაზის მილს ხელახლა თვითნებურად და იყო თუ არა ინფორმირებული ბინის მესაკუთრე, რომელიც საცხოვრებელ ფართს აქირავებს.