დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საცხოვრებელ კორპუსებში უსაფრთხოების სტანდარტები გამკაცრდება.
გაზის დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა, ყველა შენობაში სავალდებულო გახდეს. ახალი რეგულაციები კანონში გაიწერება, კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტრო და მერია მუშაობს. უწყებები ახლა იმაზე მსჯელობენ, ვინ დააფინანსებს ძველ კორპუსებში დეტექტორების მონტაჟს.
სავარაუდოდ, შეიქმნება სპეციალური უწყებაც, რომელიც კორპუსებში გაზის ქსელის და მოწყობილობების უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობას გააკონტროლებს.
მოსალოდნელია სანქციები იმ აბონენტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების წესებს თვითნებურად დაარღვევენ.