ორშაბათიდან საზაფხულო ბაღები ამოქმედდება.
თბილისის მერიის პროექტი ერთთვიანია. სკოლამდელი დაწესებულებები ივლისის განმავლობაში 18 000-მდე ბავშვს მოემსახურება. მშობლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაგრილების საშუალებებით უზრუნველყოფა იყო, რაც უკვე დაკმაყოფილდა.
ყოველ წელს საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.