თბილისის მერიის გადაწყვეტილება

სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსის ზოლში გადაადგილებას შეძლებს. ასეთია თბილისის მერიის გადაწყვეტილება. იმისთვის, რომ აღნიშნულმა ტრანსპორტმა ე.წ ბასლაინით ისარგებლოს, შესაბამისი ვიზუალური ნიშანი უნდა ჰქონდეს. განსაზღვრული იქნება კონკრეტული საათებიც. მარშრუტის დადგენაც წინასწარ მოხდება, ამისთვის კი სკოლებმა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს უნდა მიმართონ.