ბინების გადაცემა

თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადაეცათ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პირებს, ვისაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად უკანონდებათ. დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მესაკუთრეებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. პროექტის ფარგლებში კი, საცხოვრებელი ფართი 3000-ზე მეტ ოჯახს უკვე დაუკანონდა.