საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს.
მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი მოედანი, ტრიბუნებით და განათებით. ასევე ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. წინა ხელისუფლების დროს ეს ტერიტორია გასხვისებული იყო და ამ ადგილზე საცხოვრებელი ზონის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა ადგილმონაცვლეობის საფუძველზე აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერიამ ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა.