უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოში.

ილია მეორემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

იანოშ ადერი გუშინ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.