46 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა – უწმინდესის, ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირია. ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში ტარდება.

ლიზა დვალი დეტალებით.