უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ან რა საკითხების განხილვა იგეგმება მხარეებს შორის. წინა ორი რაუნდი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა. მხარეებმა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, ეს შეთანხმება გუშინ რუსეთმა დაარღვია, რომელმაც ცეცხლი ისევ გახსნა.