თურქეთის შეთავაზება უკრაინასა და რუსეთს

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას და მზად არის შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის“. თურქეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული და დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა. მისივე თქმით, ანკარა „ძირითადად მხარს უჭერს“ უკრაინის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“, ასევე, მზად არის ისევ შესთავაზოს მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდა, რომელიც ადრე მოაწყვეს სტამბოლში მშვიდობის დასამყარებლად.