ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ინდექსით საქართველო ლიდერთა შორის არის.
“ახალ კვირაში” თქვენ ნახავთ, ჯანმრთელობისათვის ყველაზე საშიშ უბანს დედაქალაქში, სადაც სასუნთქი გზების დაავადებების რისკი საგანგაშოა.
რა გეგმა აქვს თბილისის მერიას წერეთლის გამზირსა და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად.
მომწამვლელი გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი, გამქრალი მწვანე საფარი – პრობლემები, რომელიც წლიდან წლამდე მოუგვარებელია.