უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. ისინი დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ. თანხების მოტყუებით დაუფლების შემდეგ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია საქართველოში მოახდინა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც  9-დან 12 წლამდე  პატიმრობას   ითვალისწინებს.