ბრალის წარდგენა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს „პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345 ათასი ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ „გუგლის“ ანგარიშებზე გადარიცხა.

აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს „პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მას ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.