1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ნეშტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მათგან 7 მებრძოლი, ხოლო 5 მშვიოდბიანი მოქალაქეა.
ექპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა ქეთევან ცხელაშვილიც. მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. დაღუპულების იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.
დაკრძალვის ცერემონიალი ხვალ, 16 მარტს გაიმართება.