სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

ამ წუთებში კრძალავენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათგან რვა სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია. სამი სამხედრო პირის ნეშტი სამხედრო პატივით ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენი კი ოჯახის გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. დილიდან ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.