მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დრომდე დაკარგულად 2 400 ადამიანი მიიჩნევა. მათი ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორისა არიან როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს დაკარგული მოქალაქეები, ასევე 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებული ადამიანები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში ოფიციალურად 2003 წლიდან აღინიშნება.
ფოტოგამოფენას სახელწოდებით „არ დამივიწყო“ ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია მართავს.