პროექტი „სპორტფოტო 2022“

„სპორტფოტო 2022“– პროექტი წელს მეცხრედ ტარდება და დღეს, დღის ბოლომდე გაგრძელდება. წლევანდელ პროექტში რამდენიმე დებიუტანტიც იღებს მონაწილეობას, რომელთა ნამუშევრები ექსპოზიციის ე.წ. საავტორო რგოლში განთავსდება. ტრადიციულად, პროექტში მონაწილეობას რამდენიმე საერთაშორისო ფედერაცია იღებს. მათ შორის ძიუდოსა და ძალოსნობის ფედერაციები. მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართული ფედერაციები და სპორტული კლუბები. საერთო ჯამში, „სპორტფოტო 2022“-ზე წარმოდგენილი კადრები სპორტის რამდენიმე ათეულ სახეობას მოიცავს.