შეკვეთილში, დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა სახლის მშენებლობაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.