შემთხვევა თუშეთში

თუშეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შესახებ შეატყობინეს „112“-ს. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს 50 წლამდე მამაკაცი დაღუპული დახვდათ. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.