ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერს საკრებულოში იბარებს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკრებულოსა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მომხდარი ფაქტის ირგვლივ არსებულ კითხვებზე საპასუხოდ ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს. ოპოზიციური პარტიები მერის დაბარების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მომავალ კვირას მიმართავენ.