უამინდობა შვედეთში

ძლიერი ქარბუქის გამო შვედეთის სამხრეთში ავტომაგისტრალებზე 1000 ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ყველაზე რთული ვითარება დანიის საზღვრის სიახლოვესაა შექმნილი. თოვლში ჩაფლული მანქანების მძღოლების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროებიც. პოლიციის ცნობით, მანქანების გამოყვანას უხვი ნალექი უშლის ხელს. მოქალაქეები დროებით თავშესაფრებში გადაჰყვათ. შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საგზაო მოძრაობა ნორმალურ რეჟიმში შუადღემდე ვერ აღდგება.

რთული ვითარებაა დანიაშიც. უამინდობა ასევე არის ნორვეგიაშიც, სადაც ძლიერი თოვის გამო ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა.