უამინდობამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა.
კლდის ფერდის ჩამოშლის გამო საგზაო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე. მეწყრული კერა გაჩნდა ყიფშიძის ქუჩაზე. უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე. მდინარე გლდანულას ადიდების გამო საგზაო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.