თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი შედარებით დიდი ზომის საჰერო ხომალდებისთვის არის გათვლილი და 27 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში „ტავ ჯორჯიამ“ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.