საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები იმყოფებიან. ისინი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს დაათვალიერებენ და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს შეისწავლიან.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც 20-წლიან პერსპექტივაში აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას გულისხმობს.