საპროტესტო აქცია პარლამენტთან

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან – „არა რუსეთს!“ ამ ლოზუნგით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრაციის მონაწილეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისის შესრულებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ გაუქმებული ავიარეისების აღდგენას, ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ აქცია გაიმართა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვიდან პირდაპირი რეისი შეასრულა.