ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა

18:29, 31.07.2023

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების ობიექტი Subway გაიხსნა. ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. Fresh Forward ტიპის დიზაინს წარმოადგენს. ღონისძიებას ამერიკის ელჩიც ესწრებოდა. რესტორნების ქსელმა საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო და ამჟამად შვიდი ობიექტითაა წარმოდგენილი.

მსგავსი