საერთაშორისო ტენდერი 

12:10, 14.11.2026

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი დაახლოებით ოც კილომეტრამდე სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია. ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან. დაახლოებით 205 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.

მსგავსი