თბილისის აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალის გაფართოების საკითხზე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი ავიაკომპანიების, სასაზღვრო პოლიციის, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დამატებით 220 კვ. მ ფართობის სივრცე დაემატება. გაიზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდება უშიშროების შემოწმების ზონა, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გატარებას. „ტავ ჯორჯია“ პროექტში 2 200 000 ლარის ოდენობით ინვესტიციის დახარჯვას გეგმავს.

სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალში იგეგმება.