ქუთაისის აეროპორტში ოპერირება Europcar-მა დაიწყო

12:30, 12.07.2024

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგულმა ბრენდმა Europcar-მა ოპერირება დაიწყო. ის ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს. სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.

ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით – Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს, როგორც უმაღლესი კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს.

 

მსგავსი