თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ გოჩა საგინაძეს პატიმრობა მიესაჯა
ტრაბზონში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 33 წლის გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მის მეუღლეს კი დეპორტაცია ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა “მილაიეთი” ავრცელებს.
გოჩა საგინაძეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ედება ბრალი. როგორც თურქული მედია იტყობინება, გოჩა საგინაძის ბინაში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს ფოტომასალა, რომელიც მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირს ადასტურებს.
გამოცემა წერს, რომ დაკავებულმა განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ტერაქტი აჰმედ ჩატაევის მიერ იყო დაგეგმილი. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატაევთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა.