თურქეთში ავტოავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ავტომობილს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ოთხი ექიმი და საინფორმაციო სააგენტოს ერთი თანამშრომელია. მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.