თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს შეხვდა.
განხილვის მთავარი თემა, აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხია. პაპთან ვიზიტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი იტალიის პირველ პირთან, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრთან შეხვდრას გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტს იტალიაში განსაკუთრებულად დახვდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ე.წ. მწვანე ზონა იქნება მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საპროტესტო გამოსვლა.
თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ქალაქის ქუჩებში 3 500 პოლიციელია მობილიზებული.