შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. 15 ქალაქსა და დაბაში განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს, ჯამში 200- ზე მეტ მსმენელს „საოჯახო სასტუმროს მართვის“ შესახებ გადამზადების კურსი უტარდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ტრენინგი საოჯახო სასტუმროების 15მა თანამშრომელმა გაიარა.
სწავლებას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.