ტრენინგი ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგებს ატარებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცნობილი საერთაშორისო ტრენერი მონიკა ქუეროლი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის სასტუმროების, კვების ობიექტების თანამშრომლებისთვის ხუთდღიან გადამზადების კურსს მართავს. ტრენინგის ფარგლებში, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს 100 წარმომადგენელი გადამზადება. ტრენინგის კურსის – „ემოციური ინტელექტის“ ფარგლებში, კერძო სექტორის წარმომადგენლები სწრაფად მზარდ კონკურენტულ სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტის როლს, მის ასპექტებსა და კომპეტენციებს გაეცნობიან.