შშმ პირთა გაშუქების ტრენინგი საქართველოს პირველ არხზე

პირველი არხის პროექტის ფარგლებში, რომელიც შშმ პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება, ტრენინგები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე ტრენინგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმის ჟურნალისტები და რედაქტორები ესწრებიან, რომლებიც პრაქტიკულ სამუშაოებს გაივლიან. ტრენინგების ჩატარებაში ჩართული არიან შშმ პირებიც. პროექტის ფარგლებში მზადდება მედიაგზამკვლევი, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის გაიდლაინს. დოკუმენტი დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე.