ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. 15  ქალაქსა და დაბაში განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს, ჯამში 200- ზე მეტ მსმენელს „საოჯახო სასტუმროს მართვის“ შესახებ გადამზადების კურსი უტარდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ტრენინგი საოჯახო სასტუმროების 15მა თანამშრომელმა გაიარა.

სწავლებას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.