ტრენერთა სასწავლო კურსი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ ტრენერთა გადამზადება დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.

ღონისძიება ცესკო-ს თავმჯდომარემ და ცესკო-ს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა გახსნეს. ტრენინგის ფარგლებში 202 ტრენერი გადამზადდება. ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 63 ათასამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და საარჩევნო ადმინისტრატორებს მოამზადებენ. ტრენინგები 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ტრენერებს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გადატანა ქვემდგომ კომისიებში ზედმიწევნით მოუწევთ, რის საფუძველზეც გადამზადებული პირები ამომრჩევლებს მაღალი კომპეტენციის პირობებში მოემსახურებიან. ტრენინგები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით წარიმართება.