ტრაგედია საბერძნეთში

სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის სამხრეთით მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად. საბერძნეთის მთავრობამ მომხდარი ტრაგედიის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მაშველებმა 100-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, გადარჩენილების ინფორმაციით, ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა. დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა. გემი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები იმყოფებოდნენ.