მიგრანტთა ნაკადი აშშ-ში - პოლიტიკური გამოწვევები

ამერიკაში მიგრანტების რეკორდული ნაკადი მწვავე პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

უთანხმოებამ უკრაინა ამერიკის დახმარების გარეშე დატოვა, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კარიერას კი საფრთხე შეუქმნა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ უკმაყოფილების ტალღა თეთრ სახლში დააბრუნებს. გაერო-ს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 2019 წლიდან 2023 წლამდე ლტოლვილთა რიცხვი 1,5-ჯერ გაიზარდა. ძირითადი მიზეზები ომები და სიღარიბეა. აშშ-ში შესასვლელად ცენტრალური ამერიკის მოქალაქეების გარდა მექსიკის საზღვარს სულ უფრო ხშირად ირჩევენ აფრიკელები, ავღანელები და ინდოელებიც.

გივი ბარამიძე გვეტყვის, რა ხდება აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე და როგორ აისახება მიგრაციული კრიზისი პოლიტიკურ პროცესებზე.