აშშ-ს უზენაესი სასამართლო - ტრამპის აკრძალვა ძალაში რჩება

ამერიკის სამხრეთ საზღვარზე მყოფი ათასობით მიგრანტის მოლოდინი არ გამართლდა.

შტატების უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მესაზღვრეებს ავალდებულებს, მიგრანტების დეპორტაცია უკან მექსიკაში და სხვა ქვეყნებში მოახდინონ. კოვიდ-პანდემიის დროს მიღებული წესის გაუქმებას თეთრი სახლი ითხოვდა, თუმცა „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში აშშ-ისკენ მიგრანტების ახალი ნაკადი დაიძვრება, რაც კრიზისს გაამწვავებს.

ვაშინგტონში სადავო წესის გარშემო პოლიტიკოსების უთანხმოების ფონზე მექსიკის საზღვართან ვითარება დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება.