ნავის ჩაძირვას ხუთი მიგრანტი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან, ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთისა და საბერძნეთის სანაპირო დაცვა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხრეთით, იტალიელმა მაშველებმა სამი ოპერაციის შედეგად 1300-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.