მიგრანტების კრიზისი ევროპაში

არალეგალური მიგრაცია კვლავ ევროპული პოლიტიკის მთავარ თემებს შორის რჩება – ლა-მანშის სრუტე, იგივე ინგლისის არხი, ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. 25 ნოემბერს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი 27 მიგრანტის სიცოცხლე სწორედ ამ არხში დასრულდა. მათ შორის იყო ერთი ორსული ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტების საკითხი პარიზსა და ლონდონს შორის ხმაურიანი საჯარო დავის საგნად იქცა. მიგრაციული კრიზისის კიდევ ერთ ცხელ კერად რჩება ბელორუს-პოლონეთის საზღვარიც, სადაც მიგრანტები აღმოსავლეთ ევროპის სუსხიანი ზამთრის პირობებში ღამეებს ტყეში ათენებენ, რათა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვდნენ. სიტუაციას ამწვავებს ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ღია დაპირისპირება ბრიუსელთან, რომელიც იმუქრება, რომ მიგრანტების კრიზისი უფრო მასშტაბური გახდება.

არალეგალური მიგრაციის პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები ნახეთ ლევან ახალაიას სიუჟეტში.