საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაღუპულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი.

ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე დაიწყო. სრუტე, რომლის გადაკვეთასაც ნავი ცდილობდა, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზია. ადგილზე ძლიერი დინების გამო, პატარა გემებით გადაადგილება სახიფათოა. დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ, მათ სამაშველო ნავი, სანაპირო დაცვის სამაშველო ჯგუფთან და სასწრაფო დახმარების პერსონალთან ერთად გაგზავნეს.