ტრაგედია თბილისში გუშინ დაახლოებით 20 საათსა და 20 წუთზე დატრიალდა. მასშტაბური აფეთქების კერა, სავარაუდოდ, მეექვსე სართულზე მდებარე ის ბინა გახდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.
დღის განმავლობაში გაზის მძაფრი სუნის გამო ადგილობრივებმა შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც შემოწმების დროს პრობლემა ვერ დააფიქსირეს.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, თუმცა აფეთქების უმძიმესი შედეგების გამო ადგილობრივების ნაწილს კორპუსის დატოვება გაუჭირდა.
ავთანდილის რვა ნომრის ბინადრები ტრაგედიის წუთებს იხსენებენ.