„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ოფისში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იწყება.
მოძრაობის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. მათ შორის იქნება კლუბების გახსნის საკითხი. „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, კლუბი ამ დრომდე დალუქულია, რაც ზარალის ოდენობას ზრდის.
დღესვე, საუბარი შეეხება სპეციალურად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის საკითხს. აღნიშნულ ფორმატში ისინი ჯანდაცვის მინისტრის ჩართვას ითხოვენ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ დღის ბოლოს განცხადების გავრცელებას გეგმავს.