სამუშაო შეხვედრა ადრეული ქორწინების თემაზე

ადრეული ქორწინების თემაზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ხელი შეუწყოს სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესებას  ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციისთვის. ღონისძიებაზე შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ბოლო წლების სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებისა და მათზე რეაგირების პრაქტიკას მოიცავს.

ამასთან, გამოწვევად რჩება დანაშაულის ფაქტის დამალვა, შსს გამოძიებას ძირითადად დაგვიანებით იწყებს, რადგან შეტყობინება ადრეულ ეტაპზე არ შედის. თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალ წელს საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას გეგმავენ.

 

დატოვე კომენტარი